მარინა ეზუგბაია: ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც განსაკუთრებით მძიმე იყო, დასტაბილურდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 45 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე დღეა, მათ კლინიკაში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევა არ მოთავსებულა.

“46 პაციენტი გვყავს, აქედან 45 დადასტურებულია. რამდენიმე დღეა, ახალი შემთხვევები ჩვენთან არ მოთავსებულა. ორი განსაკუთრებით მძიმე პაციენტი იყო, რომელთა მდგომარეობა დასტაბილურდა, დინამიკაში პროგრესირება აღარ შეიმჩნევა და, ალბათ, გამოჯანმრთელების პერიოდიც დადგება. განსაკუთრებით მძიმე პნევმონიით შვიდი პაციენტია და ისე –  14”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები