დავით ნარმანიას მოადგილე გზებზე არსებულ მდგომარეობას პირადად გაეცნო

   საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი სოლომონია, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზებზე არსებულ მდგომარეობას პირადად გაეცნო. მონიტორინგის ფარგლებში სოლომონიამ ვაზიანი-გომბორი-თელავისა და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზები მოინახულა და იქ მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების პროცესს გაეცნო. “ამ ეტაპზე თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზაზე შეზღუდვები მოხსნილია, გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა დაშვებული, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის გაწმენდით სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში აწარმოებს, მობილიზებულია სპეცტექნიკა და იყრება ტექნიკური მარილი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მონიტორინგს გამოდარებამდე ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელებს“,-აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები