კახეთში რამდენიმე დღის წინ ჩასული მოქალაქეების მონიტორინგი დაიწყება
კახეთში იმ მოქალაქეების მონიტორინგი იწყება, რომლებიც რეგიონში რამოდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.
ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ბოლო დღეებში რეგიონში,სხვადასხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან ჩამოსულ პირებს დეტალურად აღრიცხავს და ყველა საეჭვო კონტაქტს გამოიკვლევს.
“ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,სოფლის ექიმები და ჯანდაცვის წარმომადგენლები გამოიკვლევენ საიდან ჩამოვიდნენ ეს ადამიანები, ხომ არ არიან რისკის მქონე დასახლებიდან. გამოვიკითხავთ, აღენიშნებათ თუ არა ვირუსისთვის დამახასიათებელი რამე სიმპტომი. შევისწავლით მათ კონტაქტებს და კითხვარის გამოყენებით ყველა იმ ინფორმაციას მოვიძიებთ, რაც გამოგვადგება პრრვენციისთვის. სრული სურათი სავარაუდოდ სამშაბათს გვექნება”,– განმარტა ხიზანიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეის მონაცემებით, კახეთის რეგიონში კოვიდ 19- ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.