„ჯორჯიან მანგანეზმა“ ზესტაფონში კათარზისის ბენეფიციარებს წინასააღდგომოდ ნობათი გადასცა
„ჯორჯიან მანგანეზი“, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია და ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის კათარზისის ზესტაფონის ფილიალის ბენეფიციარებს ესტუმრნენ. მათ ბენეფიციარებს წინასააღდგომოდ – პასკა, კვერცხი და სხვა სახის პროდუქტი გადასცეს, ასევე დღესასწაული მიულოცეს.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორის ვასილ გველესიანის განცხადებით, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, “ჯორჯიან მანგანეზი” მსგავსი ტიპის აქციას ყოველწლიურად ატარებს
„ჯორჯიან მანგანეზი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია კათარზისის ბენეფიციარებს აღდგომას ყოველწლიურად ულოცავს. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც წელს დაგვიშვია და სპეციალურად მათთვის განკუთვნილი წინასააღდგომო ნობათის გადასაცემად ვესტუმრეთ.
მიგვაჩნია, რომ ყველა ადამიანს უნდა მიეცეს საშუალება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს შესაბამისად მომზადებული შეხვდეს. კომპანია სოციალურად დაუცველ პირებს მუდმივად ეხმარება”,- განაცხადა ვასილ გველესიანმა.
როგორც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ აღნიშნა, ადგილობრივი ხელისუფლება მზად არის “ჯორჯიან მანგანეზთან” ერთად სოციალურად დაუცველ ოჯახებს პირველადი მოხმარების ნობათი გადასცეს.
“ჩვენ „ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად კათარზისის ბენეფიციარებს სპეციალურად წინასააღდგომოდ განკუთვნილი ნობათი გადავეცით. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია მზად არის კომპანიასთან ერთად სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმროს და მათ პირველადი მოხმარების ნობათი გადასცეს“,- აღნიშნა გიორგი გოგლიჩიძემ.
ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ კომპანია “ჯორჯიან მანგანზესს” სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის და ოჯახების დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
“სოციალური კამპანიის ფარგლებში, სათნოების სახლის ბენეფიციარებმა სასურსათო ამანათები “ჯორჯიან მანგანეზისგან” და მუნიციპალიტეტის მერიისგან მიიღეს. რამდენიმე კვირაა, ყოველდღიურად სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს ვეხმარებით და ვცდილობთ ყველა იმ ადამიანთან მივიდეთ, ვისთვისაც ჩვენი მხარდაჭერა უცილებელია. დიდი მადლობა მინდა გადავუხდო “ჯორჯიან მანგანეზს” და მთლიანად ბიზნეს სექტორს, როგორც ზესტაფონში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურობისათვის”,- განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.
აღსანიშნავია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გარდა, გუშინ, „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად რეგიონის მცხოვრებ 250 მრავალშვილიან ოჯახს საკვები პროდუქტი გადასცა.
კომპანიამ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად სასურსათო ამანათები ერთი კვირის წინ, 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცებისთვისაც დაარიგა. სხვადასხვა სახის პირველადი მოხმარების პროდუქტი 230 ბენეფიციარს გადაეცა.