ქუთაისში 3 წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი ახალი პაციენტია მოთავსებული. პაციენტი წყალტუბოს საკარანტინო სივრცდიდან გადაიყვანეს და მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. კლინიკის მთავარი ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებულ სამი წლის ბავშვს, მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
“გვყავს 27 პაციენტი. მათგან 26 არის დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ერთი ბავშვია, რომელიც ჩვენთან მწოლიარე პაციენტს უკავშირდებოდა და მისი ანალიზის პასუხი უარყოფითია. ბავშვი ჯანმრთელია. გვყავს ერთი ახალი პაციენტი, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სხვა პაციენტებთანაც დინამიკა უკეთესობისკენ მიდის.”-განაცხადა თემურ ნადირაძემ.
შეგახსენებთ, რომ იმერეთში Covid 19-ის დიაგნოზით 27 პაციენტი მკურნალობს, მათგან 26ქ უთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში, ხოლო ერთი საჩხერის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. არც ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული არ არის.
ამ დროისთვის, იმერეთის მასშტაბით, სულ შვიდი ადამიანია გამოჯანმრთელებული.