თეთრიწყაროში 800 ოჯახს სასურსათო ამანათები გადაეცა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საერთო ძალისხმევით, სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული ოჯახების დახმარება გრძელდება.
მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის პროცესში, თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი აქტიურად არის ჩართული. მან ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და , 800-მდე სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული ოჯახის სასურსათე პროდუქტებით მომარაგება საკუთარი ფინანსური სახსრებით უზრუნველყო.
მოსახლეობის დახმარების ინიციატივა გამოთქვა კერძო სექტორმაც. პურ-პროდუქტების მწარმოებელი კომპანია შპს „ბევრილი ჯგუფი“, აქტიურად იღებს მონაწილეობას COVID 19-ის საპრევენციო ღონისძიებებში და მოსახლეობას პურით, ფქვილით და სხვა პირველადი სასურსათო პროდუქტებით ეხმარება.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და მერის მოადგილე ბერდია ხვისტანმა ქალაქ თეთრიწყაროში მცხოვრებ მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს პირველადი სასურსათო პროდუქტისა და ჰიგიენური საშუალებების ამანათები გადასცეს.