მარტვილის “ცხელების ცენტრში” კორონავირუსის სიმპტომებით ექიმი მოათავსეს

მარტვილის რაიონული საავადმყოფოს „ცხელების ცენტრში“ კორონავირუსის სიმპტომებით ექიმი მოათავსეს. კლინიკის მენეჯერის, გიორგი ხორავას განცხადებით, პაციენტის ბიოლოგიური მასალა შემდგომი კვლევისათვის ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია და პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
„გუშინ საღამოს სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილ იქნა ჩვენი კოლეგა, რომელიც მოთავსებულ იქნა ცხელების ზონაში. აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურული რეაქცია, 38.5 სიცხე. ჩაუტარდა შესაბამისი საჭირო გამოკვლევები. ეპიდომიოლოგებთან შეთანხმებით აღებულ იქნა ბიოლოგიური მასალა, რომელიც ლუგარის ლაბორატორიის ქუთაისის ბიუროშია გადაგზავნილი. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად, დამაკმაყოფილებელია”,- განაცხადა კლინიკის მენეჯერმა.
18 აპრილის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით – 131 ადამიანი რჩება თვითიზოლაციაში. 830 პირს – თვითიზოლაციის ვადის გასვლის გამო მეთვალყურეობა მოეხსნა, ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში კი – 45 პირი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები