ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერ:  ჩვენ არ ვისარგებლებთ პრივილეგიით და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ტაძარში ფეხით მივალთ 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის სასულიერო პირები ავტომობილებით გადაადგილების პრივილეგიით არ ისარგებლებენ და აღდგომის დღეს ტაძარში ფეხით მივლენ. ამის შესახებ განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა იოანე გორელიშვილმა გააკეთა. მისივე თქმით, სასულიერო პირები მზად არიან მთავრობის მიერ დადგენილი ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინონ.
,,სიტყვა ეკლესია ნიშნავს კრებას, არცერთ მღვდელს არ აქვს მოწოდების უფლება, მრევლს უთხრას რომ ტაძარში არ მოვიდნენ. თუმცა არც რაიმეს დაძალების უფლება არ გვაქვს. ეს მათი სურვილია. დედათა მონატერიდან იქნება პირდაპირი ტრანსლაცია, რომლის საშუალებითაც მრევს შეეძლება სახლიდან ჩვენთან ერთად ილოცოს. მოგეხსენებათ, რომ ავტომობილით გადაადგილება შეიზღუდა, ჩვენ კი შეგვიძლია პრივილეგიით ვისარგებლოთ, თუმცა ამაზე უარს ვამბობთ, ტაძარში მივალთ ფეხით“, – განაცხადა იოანე გორელიშვილმა.
შეგახსენებთ რომ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ მიიღო გადაწყვეტილება, სააღდგომო წირვა მრევლის გარეშე ჩაატაროს, ლოცვას მხოლოდ სასულიერო პირების წარმომადგენლები დაეწრებიან. რაც შეეხება ღვთის მსახურებას კომენდანტის საათთან დაკავშირებით ყველა რეგულაციის გათვალისწინებით დილის 7 საათზე გაიმართება. აუცილებელი მოთხოვნაა მრევლს ეკეთოს პირბადე იმ შემთხვევაშიც როცა ხატებს ემთხვევიან. ზიარებისას კი გამოყენებული იქნება ერთჯერადი ჭიქები. გადაწყვეტილება მეუფე დიმიტრიმ უწმინდესთან შეთანხმებით მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები