რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 32 ათასს გადააჭარბა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4070 შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყნის მასშტაბით 32 008 ინფიცირებულია, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

ყველაზე მეტი შემთხვევა ტრადიციულად მოსკოვში, მოსკოვის ოლქსა და სანქტ პეტერბურგშია გამოვლენილი.

გასულ დღე-ღამეში ვირუსს 41 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამურად, 273 ლეტალური შემთხვევაა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკას – ერთ დღეში კლინიკებიდან 286 პირია გაწერილი, ჯამურად კი – 2590.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები