კიევში, იონინის მონასტერში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევის გამო, კარანტინი გამოცხადდა

კიევში, წმინდა სამების იონინის მამათა მონასტერში კარანტინი მას შემდეგ გამოცხადა, რაც 16 აპრილს მონასტრის ტერიტორიაზე კორონავირუსის 3 შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

მისი თქმით, ქალაქის საგანგებო სიტუაციათა კომისიამ კარანტინის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო, აქ რამდენიმე ინფიცირებული გამოვლინდა, ამჟამად, სანიტრები მუშაობენ და მიმდინარეობს მონასტრის სასულიერო პირების შემოწმება.

იონინის სამების მამათა მონასტერი კიევში ისტორიულ ნაწილში – ზვერინეცში მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები