ხათუნა ზახაშვილი: თითოეულ ჩვენგანს გვაქვს რისკი, თუ არ დავიცავთ იმ ელემენტარულ წესებს, რაც არის რეკომენდებული, ამ ვირუსით ინფიცირებულები გავხდეთ

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოსახლეობას ქვეყანაში არსებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

მისივე თქმით, ადამიანები გარშემომყოფებთან ურთიერთობას უნდა მოერიდონ.

“ჩვენ ველოდით და დადგა ის დრო, როდესაც ქვეყანაში გაჩნდა ვირუსის შიდა გადაცემა. დღეს, რეალურად, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს რისკი, თუ არ დავიცავთ იმ ელემენტარულ წესებს, რაც არის რეკომენდებული, გავხდეთ ინფიცირებულები ამ ვირუსით. მხოლოდ წესების დაცვით შევძლებთ, მივიღოთ ის, რომ პროცესები განვითარდეს თანმიმდევრულად და მდორედ. რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ შევინარჩუნოთ მძიმე ავადმყოფთა სიცოცხლე და გადავარჩინოთ ისინი სიკვდილისაგან. სხვა შემთხვევაში, სამედიცინო დახმარების მიწოდება დიდი რაოდენობით დაავადებულებისთვის ერთდროულად რთული გახდება, რაც, ერთი მხრივ, განპირობებული იქნება იმით, რომ სამედიცინო პერსონალი ვერ აუვა შემთხვევათა ასეთ რაოდენობას და, მეორე მხრივ, სამედიცინო პერსონალიც, თვითონაც მაღალი რისკის ქვეშ დგას.

ერთადერთი საშუალება, რაც  უნდა უცნაური იყოს, დღეს  21-ე საუკუნეში გვრჩება ის, რაც კაცობრიობისათვის ოდითგანვე ცნობილი იყო და ჩვენ არაფერს სიახლეს არ ვთავაზობთ ადამიანებს, ეს არის, ძველი, აპრობირებული ჭეშმარიტება, მაშინ როდესაც დაავადება ვრცელდება ჩვენ უნდა მოვერიდოთ გარშემომყოფებთან ურთიერთობას”, – განაცხადა ზახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები