ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის გამარჯვებული პროექტი – sensor.ge სენსორული ღილაკების შექმნასა და წარმოებას იწყებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის გამარჯვებული პროექტი –  sensor.ge სენსორული ღილაკების შექმნასა და წარმოებას იწყებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციის რეკომენდაციების მიხედვით, ნათელია, რომ ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ მთავარ წყაროს საზოგადოებრივი დანიშნულების ხელითშეხებადი ღილაკები (ლიფტი,ბანკომატი, შუქნიშანი, შლაგბაუმი) წარმოადგენს. სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის გამარჯვებული პროექტი – sensor.ge, რომლის მიზანია სენსორული ღილაკების სხვადასხვა მოდიფიკაცია და დამზადება.

“სენსორული ღილაკი ჩაანაცვლებს ან პარალელურად დამონტაჟდება არსებული ღილაკების გვერდით, მათი სარგებლობისთვის საკმარისი იქნება, მომხმარებელმა 0.5-დან 3 სანტიმეტრამდე მიიტანოს ხელი ღილაკთან და ის შეასრულებს თავის ფუნქციას.

სენსორული ღილაკის საჩვენებელი ვერსია უკვე დამონტაჟდა თბილისის ტექნოპარკის ლიფტში, გარდა ამისა, მიღებული გრანტის ფარგლებში, კომპანია 200 ღილაკს სხვადასხვა ლოკაციაზე უფასოდ დაამონტაჟებს.

ღილაკების რეალიზაციისთვის sensor.ge-ს პროექტის მთავარი პარტნიორები იქნებიან ლიფტების მომსახურე და მწარმოებელი კომპანიები.

პროექტი ითვალისწინებს ტესტირების რეჟიმის სრულად დასრულებას ერთი მოდიფიკაციის ღილაკზე და პირველადი რაოდენობის სერიულ წარმოებას. sensor.ge გათვლილია ყველა მოქალაქეზე, რომელიც იყენებს ლიფტს ან ბანკომატის ღილაკებს, ასევე ბანკების საჭიროებებზე, სამშენებლო კომპანიებსა და ლიფტების მწარმოებელ კომპანიებზე”, – აცხადებენ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში.

შექმნილი რაოდენობის პროდუქტის შეთავაზება მოხდება პირველადი საჭიროების მქონე დაწესებულებებისათვის: საავადმყოფოები და სახელმწიფო ორგანიზაციები, პირველადი რაოდენობის რეალიზაციის შემდგომ კი – საცხოვრებელი სახლების ამხანაგობებისთვის – სადარბაზოებში არსებული ლიფტების სენსორის რეჟიმზე გადასაყვანად. კომპანიის განვითარების შემდეგი ეტაპილიფტის ღილაკების რეალიზაციაა იმ ორგანიზაციებთან, რომლებსაც აქვთმშენებარე, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები