ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დასრულდა
ლენტეხის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის პირველივე ფაქტის გამოვლენის დღიდან პრევენციული ღონისძიებების მიზნით, მოსახლეობის სრული თერმოსკრინინგი მიმდინარეობდა, რომელიც დღეს დასრულდა.
თერმოსკრინინგის დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის მერმა- ბადრი ლიპარტელიანმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და მედიკოსებისაგან საბოლოო შედეგები მოისმინა.
“თერმოსკრინინგი ჩაუტარდა 4200 ადამიანს, თვითიზოლაციაში 58 ადამიანი იმყოფება – აქედან 17 ცაგერის მკვიდრია. ამ მომენტისთვის, მუნიციპალიტეტში სიმშვიდეა და კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები არცერთ ადამიანს აღენიშნება“, – აცხადებენ მერიის საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურში.
ცნობისთვის, შიდაგადაცემის 4 ახალი ფაქტის გამო, ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული კარატინი 10 აპრილს გამოცხადდა.