დეპუტატმა ედიშერ თოლორაიამ ზუგდიდში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცებს, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოს” წევრმა ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონში მცხოვრებ 500 ოჯახს მიულოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და სააღდგომო ნობათი გადასცა.
„გილოცავთ აღდგომის დამდეგ დღესასწაულს! აღდგომის დღესასწაული უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. ეს არის სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვება. გისურვებთ მშვიდობას, სულიერ სიმშვიდეს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. უფლის მფარველობა არ მოგკლებოდეთ თქვენ, თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს. ერთმანეთის გვერდში დგომითა და ერთობით გადავლახავთ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ ყველა გამოწვევას”, – აღნიშნა ედიშერ თოლორაიამ.