ქუთაისი ათი დღით ჩაიკეტა

ქუთაისი იმ ოთხი ქალაქის ჩამონათვალშია, სადაც უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით, სპეციალური საშვის მქონე ადამიანების გარდა ათი დღით გადაადგილება  ყველას შეეზღუდა.

“ქალაქი მზად არის იზოლირებისთვის ,ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა გვაქვს გაკეთებული ქუთაისის ყველა შესასვლელთან ბლოკპოსტები,შესაბამისად, უბრალოდ გამკაცრდა კონტროლი. ჩვენი მოქალაქეების გარდა, შემოსვლას შეძლებენ ის ადამიანები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ქუთაისში , ხოლო ქალაქის დატოვება შეეძლება მათ, ვინც რეგისტრირებულია სხვა მუნიციპალიტეტში. ასევე, ფუნქციონირებას გააგრძელებს ყველა სასიცოცხლო ობიექტი. გარდა ქუთაისისა, სულ სამ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევა და სიტუაცია ამ ეტაპზე ექვემდებარება კონტროლს. ამიტომ, ჯერჯერობით სხვა მუნიციპალიტეტებში ზომების გამკაცრება არ იგეგმება”,-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ცნობისთვის, 15 აპრილიდან 4 დიდი ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გამოსვლა 10 დღის განმავლობაში აიკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები