საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, დღეს 21:00 საათიდან ბათუმში, ისევე როგორც საქართველოს 3 დიდ ქალაქში შესვლა და გასვლა აიკრძალა.
მთავრობის დადგენილებით, შეზღუდვა არ ეხება სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებს, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს. ამასთან აკრძალვა არ მოქმედებს მედიასაშუალებების წარმომადგენლბისა და კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას.
გარდა ამისა, დადგენილების თანახმად, მუნიციპალიტეტებში შესვლა არ ეკრძალებათ ამ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პირებს, ისევე როგორც გასვლა სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პირებს.
მთავრობის დადგენილების აღსრულებას შს სამინისტროს ქვედანაყოფები უზრუნველყოფენ.