გოჩა ენუქიძემ სოფელ მელეში მცხოვრებ ყველა ოჯახს სასურსათო ნობათი გადასცა
რაჭა-ლეჩხუმ -სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, მხარის რწმუნებულთან არჩილ ჯაფარიძესთან ერთად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში, სოფელ მელეში იმყოფებოდა და იქ მცხოვრებ ყველა ოჯახს სასურსათო ნობათი გადასცა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირაშ” ლენტეხის მერიიდან აცნობეს.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერა ამ სიტუაციაში,როდესაც ჩვენი ჯანმრთელობა ერთმანეთის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული , ჩვენი ვალია გაუფრთხილდეთ ერთმანეთს. მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდი რომ ადამიანების პასუხისმგებლობა ამ პრობლემის წინაშე ძალზედ მაღალია . ითვალისწინებენ სახელწიფოს მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას და მაქსიმალურად იცავენ იზოლაციის წესებს”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.