ცაგერში განთავსებულ ბლოკპოსტებზე არსებულ ვითარებას მერის მოადგილე გაეცნო

ლენტეხის საკარანტინე ზონად გამოცხადებისთანავე, ცაგერი ლენტეხის გზის დამაკავშირებელ ლოკაციებზე სამი ბლოკპოსტი ამოქმედდა. ბლოკპოსტები განთავსდა ალპანის, გელავრისა და ლენტეხი-ცაგერის პირდაპირ დამაკავშირებელ გზაზე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები გამშვები პუნქტების შემოვლას ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ და შექმნილ მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან.

დღეს ბლოკპოსტებზე არსებულ ვითარებას მერის მოადგილე, მიხეილ მეშველიანი გაეცნო. როგორც მერის მოადგილემ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, სამივე ბლოკპოსტზე მოქალაქეთა გადაადგილება და თერმოსკრინინგი წესების სრული დაცვით ხდება.

“ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელი პირები ბლოკპოსტებზე არსებულ მდგომარეობას  ადგილზე მისვლით  ყოველდღიურად ვეცნობით. სამივე ლოკაციაზე სიტუაცია  კონტროლს სრულად ექვემდებარება და სხვადასხვა უწყებების მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს ზედმიწევნით იცავენ. ამ წუთის მონაცემებით, სიმშვიდეა გასაშვებ პუნქტებში მოწყობილ სპეციალურად კარვებში, სადაც თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. როგორც ადგილზე აცხადებენ, არცერთი ცხელების ფაქტი ამ დრომდე არ დაფიქსირებულა, მოქალაქეთა გადაადგილება დადგენილ ნორმებს ექვემდებარება“, – განაცხადა მიხეილ მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები