კიევში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევში საქართველოს მოქალაქის დაკავებას ადასტურებს. 1987 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე პირველი თებერვლის ღამეს უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიევში, ავტომანქანების გადაწვის დროს დააკავეს. იგი უკრაინაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა მოინახულეს. მისი დაკითხვის ვიდეომასალა ინტერნეტით გავრცელდა. დაკავებული დანაშაულს აღიარებს და მას ბრალად სხვისი ქონების განზრახ დაზიანება ედება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები