თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობა სამხედრო მოსამსახურეებისთვის სახის დამცავ ფარებს ამზადებს

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის პირადი შემადგენლობა სამხედრო მოსამსახურეებისთვის ინდივიდური დაცვის პლასტიკურ ნიღბებს ამზადებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დამცავი ფარი მრავალჯერადი გამოყენებისაა და სადეზინფექციო ხსნარით იწმინდება. ლოჯისტიკის სარდლობის წარმომადგენლები ინდივიდური დაცვის პლასტიკურ ნიღბებს ყველა წესის დაცვით ამზადებენ.

“დამცავი ფარების დამზადების პროცესს ქვედანაყოფის ხელმძღვანლები აკვირდებიან, რომლებიც მუდმივად აკონტროლებენ პერსონალის მიერ სოციალური დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვას.

ლოჯისტიკის სარდლობამ ინდივიდური დაცვის პლასტიკური ნიღბების დამზადება 17 მარტს დაიწყო და პირველ ეტაპზე 2500 ერთეული დამცავი ფარი დაამზადა. თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები ინდივიდური ნიღბებით ეტაპობრივად, საჭიროების მიხედვით მომარაგდებიან”, – აცხადრეებენ თავდაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები