ლაშა ნაცვლიშვილი: რწმენაში მყოფმა ადამიანებმა თავი დავიმდაბლოთ, დავრჩეთ სახლში და ვინც მივა, თუ იქ არის გადარჩენა, ამ გმირობაზეც წავიდეთ

“მოდი, რწმენაში მყოფმა ადამიანებმა თავი დავიმდაბლოთ, მოდი, დავრჩეთ სახლში და ვინც მივა, თუ იქ არის გადარჩენა, ამ გმირობაზეც წავიდეთ”, – ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში – “ღია ეთერი” „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში კონსულტანტმა, ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
​მისი თქმით, ნათლად გაცხადებული პოზიცია – “დარჩი სახლში”, ეს არის ერთადერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი და, შეიძლება ითქვას, გმირობაც.
“მ​გონი, ძალიან ნათლად არის გაცხადებული – დარჩი სახლში. ეს არის ერთადერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი და შეიძლება ითქვას, გმირობაც. ძალიან უტრირებას გავაკეთებ და მინდა, მომიტევოს მაყურებელმაც, მაზიარებელმა მრევლმაც და სასულიერო იერარქებმაც, მაგრამ პატარა ანალოგიას გავაკეთებ. ადამიანი მონაწილეობს ლიტურგიაში, საბოლოო მიზანი ყველა რელიგიის და ჩვენი რწმენის არის რა? – სულის ცხონება ანუ გადარჩენა. მოდი, დავრჩეთ სახლში და ვინც მივა, თუ იქ არის გადარჩენა, ამ გმირობაზეც წავიდეთ. მოდი, რწმენაში მყოფმა ადამიანებმა თავი დავიმდაბლოთ. მე, სამწუხაროდ, არ ვარ ისეთი ეკლესიური, რომ ამ რეკომენდაციებს ვიძლეოდე და მინდა ბოდიში მოვიხადო, მაგრამ დავიმდაბლოთ თავი და სახლში დავრჩეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მოწყალე და სამართლიანი არსთაგამრიგე, ნუთუ ამხელა მსხვერპლს, რომ დავრჩე და არ მივიდე… მით უმეტეს, რომ შუამავლებმაც, ანუ ჩვენმა სასულიერო პირებმაც თქვეს, რომ დარჩენას არ ჩაგითვლით ცოდვადო”, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები