ლაშა ნაცვლიშვილი:” მთავარი ბოროტი არხი” მოქმედებს რუსული პროპაგანდის ალგორითმით

„მთავარი ბოროტი არხი” მოქმედებს რუსული პროპაგანდის ალგორითმით, მას ჰყავს სატელიტი ბოროტი არხები – “მთავარი 1”, “მთავარი 2” – “ტვ პირველი” და “მთავარი 0” – “ფორმულა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილმა ტვ „იმედის” გადაცემა „ღია ეთერში” განაცხადა.

ლაშა ნაცვლიშვილმა მაგალითად მოიყვანა ევროკავშირის საგარეო საქმეთა სპიკერის პიტერ სტანოს სტატია, რომელიც ხსნის რუსული პროპაგანდის ალგორითმს კორონავირუსთან დაკავშირებით.

„ის პირდაპირ მიუთითებს, რომ მთავარი ალგორითმი, მთავარი მეთოდი, ეს არის პანიკის დათესვა. მოსახლეობას უნდა უთხრა, შენ გყავს უნიათო, არაეფექტური ხელისუფლება და ის შენ ვერ დაგიცავს, შენი სახელმწიფო ჩამოიშალა. მოდით,შევხედოთ რუსული ალგორითმით როგორ მაუწყებლობს ეს ვირუსი, რომელიც ერთი ბიოთერმული ორმოდან მეორე ბიოთერმულ ორმოში გადავიდა და კიდევ გამრავლდა, იმიტომ, რომ “მთავარი ბოროტი არხი” მარტო არ არის. მას ჰყავს სატელიტი ბოროტი არხები. როგორც ზაზა შათირიშვილმა თავის დროზე თქვა – “რუსთავი 1”, “რუსთავი 2” , “რუსთავი 3” და “რუსთავი 0” – “მზე”. ახლა არის, “მთავარი 1”, “მთავარი 2” – “ტვ პირველი” და “მთავარი 0” -“ფორმულა”, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ცინიზმია, როცა კეზერაშვილის ტელევიზია გეკითხება, ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი საიდან მოიტანა.

„როცა კეზერაშვილის ტელევიზია გეკითხება, ბიძინამ ის 100 მილიონი საიდან მოიტანაო და ჟურნალისტი ამას აკეთებს იმ ხელფასად, რომელ ხელფასსაც უხდიან და მერე ამის არ რცხვენია, აი, ამაზე ვლაპარაკობდი მე ბლოგში, სხვაზე არაფერზე. როგორი იყო ალგორითმი „მთავარი არხის”დამოკიდებულების. ჯერ შეტევა მიიტანეს ექიმებზე, ანუ პირველ ბარიერზე, რომელი ბარიერიც დგას ხალხსა და კორონას შორის, ჩვენს გმირ ექიმებზე – არ გამოუვიდათ. სხვათა შორის, დღე და ღამე ამ ბრძოლის ხაზზე, სიცოცხლის ფასად იყო და გუშინ თუ გუშინწინ პრაქტიკულად გულის შეტევით გარდაიცვალა ლუგარის ცენტრის პროფესორი მირიანაშვილი. მე მინდა, ოჯახსა და მის კოლეგებს მივუსამძიმრო. დაფიქრდნენ და მიიტანეს იერიში სტატისტიკაზე – არ გამოუვიდათ. ამის მერე მიიტანეს იერიში, რომ ბიძინა ძუნწია – არ გამოუვიდათ. მერე პირბადე – არ გამოუვიდათ, ახლა პატრიარქი. ეს არის რუსული პროპაგანდის ალგორითმი და როდესაც რუსული ალგორითმით მაუწყებლობს და ვირუსს ავრცელებს ბოროტი არხი – ეს ჩამოკრისტალიზდა, მაგრამ ერთი რაღაცაც მოხდა – კორონა არის პანდემია სამედიცინო თვალსაზრისით, პოლიტიკური თვალსაზრისით შესაძლოა, ვაქცინა აღმოჩნდეს”, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები