მარინა ეზუგბაია: ჩემი სახელით შექმნილია ყალბი “ფეისბუქი”, მასზე გამოქვეყნებული მოსაზრებებისა და ინფორმაციის ავტორი მე არ გახლავართ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით მისი სახელით “ფეისბუქის” ყალბი გვერდია შექმნილი.

მისივე თქმით, თავად სოციალური ქსელებით არ სარგებლობს და ყველას მოუწოდა, ყალბი “ფეისბუქგვერდით” გავრცელებულ ინფორმაციას ნუ დაეყრდნობიან.

„მინდა, ერთი განცხადება გავაკეთო. მე არ მაქვს “ფეისბუქი”, ჩემი სახელით შექმნილია ყალბი “ფეისბუქი”. მასზე გამოქვეყნებული მოსაზრებებისა და ინფორმაციის ავტორი მე არ გახლავართ, ამიტომ არ მიაქციოთ ამას ყურადღება. სოციალური ქსელებით არ ვსარგებლობ, ყველა ეს ინფორმაცია არის ყალბი და ამას, როგორც ჩემი სახელით გამოქვეყნებულ მასალებს, ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ძალიან გთხოვთ”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები