ხულოში საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს
ხულოს მუნიციპალიტეტში ფერმერულ მეურნეობებში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება ინტენსიურად გრძელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ცნობით, სოფელ ხიხაძირში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ხულოს მერთან ერთად გაეცნო.
სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს ხვნისა და თესვის სამუშაოები აგროვადების სრული დაცვით. დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს სამუშაოების განხორციელება, რაც საბოლოოდ აისახება მოსავლის ხარისხსა და რაოდენობაზე”, – განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ.