სალომე ზურაბიშვილი: ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში განათდა, რაც არის სოლიდარობის შესანიშნავი გამოხატულება აზერბაიჯანელი ხალხისგან 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს და აზერბაიჯანელ ხალხს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის.

“დღეს ღამით, ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში განათდა. მადლობა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მხარდაჭერისთვის და სოლიდარობისთვის. ეს არის სოლიდარობის შესანიშნავი გამოხატულება აზერბაიჯანელი ხალხისგან. ერთად ძლიერები ვართ”,-წერს “ტვიტერზე” სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები