იტალიის რეგიონების უმრავლეს ზონებში შეზღუდვები შესუსტდა

​იტალიის რეგიონების უმრავლესობაში დღეიდან კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დაწესებული ზომების ნაწილი შესუსტდა, კერძოდ, წიგნის, საკანცელარიო და ბავშვების ტანსაცმლის მაღაზიები გაიხსნა.

სააგენტო Ansa-ს ინფორმაციით, აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც მთავრობამ საკარანტინო შეზღუდვები უმნიშვნელოდ შეასუსტა, თუმცა საერთოეროვნული კარანტინი 3 მაისამდე გაგრძელდა.

შეზღუდვების შესუსტების ფარგლებში, ასევე, ნაწილობრივ აღდგა სატყეო მრეწველობის საქმიანობა, კომპიუტერების მწარმოებელი მრეწველობისა და ხის გადამამუშავებელი ქარხნების მუშაობა.

სუპერმარკეტებმა, რიგების არიდების მიზნით, სამუშაო საათები გაახანგრძლივეს.

თუმცა 3 მაისამდე მოქალაქეების გადაადგილება შეზღუდული რჩება და სკოლები იქნება დაკეტილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები