პრემიერი: კომპანიებს, რომლებმაც თანამშრომლები გაუშვეს და ანაზღაურება არ გადაუხადეს, ყველას მივაკითხავთ
“იმ კომპანიებს, რომლებმაც თანამშრომლები გაუშვეს, ნაცვლად იმისა, რომ შეენარჩუნებიათ და კუთვნილი ანაზღაურებაც არ გადუხადეს, ყველას მივაკითხავთ”, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
პრემიერის თქმით, ყველას გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობა აკისრია და ეს ყველას უნდა ახსოვდეს.
“დღეს კრიზისია. ყველას თავისი სოციალური პასუხისმგებლობა აკისრია. კომპანიებს, გარდა იმისა, რომ ვალდებულება აქვთ, სახელმწიფოს დახმარება და ფული სთხოვონ, მათ ვალდებულება აქვთ, დასაქმებულებს დაეხმარონ. ადამიანს რომ კრიზისის გამო სამსახურიდან უშვებ, კომპანია სამართლებრივად ვალდებულია, მას რამდენიმე თვის განმავლობაში შესაბამისი თანხა გადაუხადოს”, – განაცხადა გახარიამ.