გიორგი გახარია: თუ მკაცრად არ შესრულდება ყველა შეზღუდვა, არსებობს რისკი, რომ შეზღუდვების მოხსნის ეტაპი გადავადდეს თვეობით

“უახლოესი ორი-სამი კვირის განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ზედმიწევნით შევასრულოთ ყველა ის შეზღუდვა, რომელსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ იმისთვის, რომ ჩვენ სწრაფად, მაისის შუა რიცხვებიდან თანდათან დავიწყოთ ამ შეზღუდვების ნელ-ნელა, თანმიმდევრული მოხსნა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თუ მკაცრად არ შესრულდება ყველა შეზღუდვა, არსებობს რისკი, რომ შეზღუდვების მოხსნის ეტაპი გადავადდეს თვეობით.

„უახლოესი ორი-სამი კვირის განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ზედმიწევნით შევასრულოთ ყველა ის შეზღუდვა, რომელსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ იმისთვის, რომ ჩვენ სწრაფად, მაისის შუა რიცხვებიდან თანდათან დავიწყოთ ამ შეზღუდვების ნელ-ნელა, თანმიმდევრული მოხსნა. ეს არის ის წინაპირობა, რომლის შემთხვევაშიც ჩვენ შეგვიძლია, ავამუშაოთ ეკონომიკაც, ბიზნესიც. სხვა შემთხვევაში, თუ ჩვენ მკაცრად არ შევასრულებთ ყველა ამ შეზღუდვას, არსებობს რისკი, რომ ამ შეზღუდვების მოხსნის ეტაპი გადავადდეს თვეობით. ეს არის ობიექტური რეალობა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვერცერთი უმაღლესი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციაც კი, კვლევითი ინსტიტუტებიც კი, დღეს ზუსტად ვერ აკეთებენ პროგნოზს, როდის იქნება გავრცელების პიკი. ეს არის პირდაპირი მოცემულობა იმისთვის, რომ ჩვენ შევთანხმდეთ ერთ რამეზე – უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას, შრომას. რა თქმა უნდა, ეს შეცვლის ჩვენს ყოველდღიურ საქციელსა და ქმედებას, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა იმისა, რომ ჩვენს ეკონომიკას მივცეთ საშუალება, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს აღდგენა. შედარებით მცირე რაოდენობა ინფიცირებულებისა საქართველოში არის იმის დამსახურება, რომ ერთ-ერთი ვიყავით, ვინც ყველაზე ადრე დავიწყეთ შეზღუდვების შემოტანა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ასევე პირველთა რიგებში ვიყოთ, როდესაც დავიწყებთ ეკონომიკის აღდგენას და ამის გაცხადების საშუალებას მაძლევს არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ – საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები