ზუგდიდში 50 წლის ინფიცირებული ქალის ანალიზმა უარყოფითი პასუხი აჩვენა – განმეორებითი ტესტი ხვალ ჩატარდება
კორონავირუსით ინფიცირებულ 50 წლამდე ქალს, რომელიც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, მკურნალობის შემდეგ პირველი ტესტი ჩაუტარდა, ლუგარიდან მიღებული ტესტებით მას კორონავირუსი არ უფიქსირდება, – ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ზუგდიდის ინფექციურ საავდმყოფოში დაადასტურეს.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტს კორონავირუსზე განმეორებით ტესტირება ხვალ ჩაუტარდება და ამის შემდეგ გახდება ოფიციალურად ცნობილი, განიკურნა თუ არა სამეგრელოში ბოლო პაციენტი ახალი კორონავირუსისგან. შეგახსენებთ, 50 წლამდე ქალს კოვიდ19-ი 30 მარტს დაუდასტურდა. ის ოკუპირებული აფხაზეთიდანაა და მას რუსეთის მოგზაურობის ისტორია აქვს.