კეზერაშვილის პატიმრობის საკითხზე ფრანგული სასამართლო დღეს გადაწყვეტილებას მიიღებს

   საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის პატიმრობის საკითხზე ფრანგული სასამართლო გადაწყვეტილებას, გათავისუფლდება თუ არა კეზერაშვილი გირაოს სანაცვლოდ, დღეს მიიღებს. დაცვის მხარე არ გამორიცხავს, რომ კეზერაშვილი დღეს პატიმრობიდან გათავისუფლდეს, თუმცა ყოფილი მინისტრის ექსტრადიციის საკითხზე ფრანგული სასამართლო გადაწყვეტილებას 27 თებერვალს გამოიტანს, რის გამოც არ არის გამორიცხული, ის ამ დრომდე პატიმრობაში დარჩეს. როგორც გასულ კვირას კეზერაშვილის ადვოკატმა შოთა მინდელმა განაცხადა, ფრანგმა პროკურორმა, რომელიც საქართველოს პროკურატურის ინტერესებს იცავდა, ექს-ან პროვანსის სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ კეზერაშვილის ექსტრადირება არ უნდა განხორციელდეს. კეზერაშვილი საფრანგეთში ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს. მის წინააღმდეგ საქართველოში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული: რიყისა და “ტელეიმედის” გასხვისების საქმე, სადაც კეზერაშვილს სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავებიან, ასევე კონტრაბანდული სპირტის საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს კონტრაბანდული სქემის მფარველობაში ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები