ზაურ დარგალი: მარადისელი ინფიცირებულის ყველა კონტაქტი გამოვლენილია
“სოფელ მარადისში კორონავირუსით დაინფიცირებულთა წყარო, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის, მიმდინარეობს მოკვლევა”, – ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა განაცხადა.
მერის თქმით, ამ ეტაპზე, დაინფიცირებულის ყველა კონტაქტი დადგენილია და თვითიზოლაციაშია.
„32 ადამიანს აუღეს ანალიზი, როდესაც ოჯახის კიდევ ორ წევრს დაუდასტურდა კორონავირუსი და დადებითი კიდევ სამი აღმოჩნდა. ანუ ერთ ოჯახში კორონავირუსი 6 წევრს დაუდასტურდა სულ. მათი კონტაქტებიდან არცერთს დაუდასტურდა ვირუსი”, – განაცხადა ზაურ დარგალმა.
ცნობისთვის, 10 აპრილს 49 წლის მარადისელ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა და ის თბილისში. კლინიკაში გადაიყვანეს. მას შემდეგ COVID-19 მისი ოჯახის კიდევ ხუთ წევრს დაუდგინდა.