ანრი ოხანაშვილი: საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება „ქართული ოცნების” მხრიდან შესრულდება
„პოლიტიკური კონსესუსის საფუძველზე საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება, სადაც ძალიან დიდი როლი ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა შეასრულეს, „ქართული ოცნების მხრიდან შესრულდება”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მართლმსაჯულების სფეროში პოლიტიკის შეტანა წარმოუდგენელი და დაუშვებელია.
„რაც შეეხება ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების თუ გარკვეული პოლიტიკოსების მოწოდებებს – ერთი მხრივ, ეს ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში ყოველგვარი ჩარევა დაუშვებელია და მე ამ პოზიციას სრულად ვეთანხმები. თუმცა, მეორე მხრივ, ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან საკუთარ პოზიციას და ამბობენ, რომ პოლიტიკური ჯგუფი, პოლიტიკოსები უნდა ჩაერიონ სასამართლო სისტემაში და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები. ეს ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს და, შესაბამისად, პოლიტიკის შეტანა მართლმსაჯულების სფეროში წარმოუდგენელი და დაუშვებელია”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.