ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი: სააღდგომო მსახურება პატრიარქის კურთხევის მიხედვით ჩატარდება

“სააღდგომო მსახურება პატრიარქის კურთხევის მიხედვით ჩატარდება”, – ასე გამოეხმაურა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე გუშინ პატრიარქისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრას.

მეუფეს განმარტებით, შეხვედრის შედეგებზე ინფორმაცია არ აქვს, რადგან თავად აღნიშნულ შეხვედრას არ ესწრებოდა.

მეუფე გერასიმემ მრევლს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს დიდი სულიერებით შეხვდნენ.

“მოვითმინოთ, ჯერ კიდევ რამდენიმე დღეა დარჩენილი დღესასწაულამდე. საპატრიარქო ოფიციალურად გააკეთებს განცხადებას. როგორც იქნება პატრიარქის კურთხევა, ჩატარდება ისე. არ ვიყავი შეხვედრაზე და არ ვიცი, რა შედეგით დასრულდა. მრევლს მოვუწოდებ ლოცვისა და მარხვისკენ, რომ სულიერი დღესასწაულით შევხვდეთ აღდგომას”, – განაცხადა მეუფე გერასიმემ.

რაც შეეხება ე.წ კომენდანტის საათის პარალელურად სააღდგომო მსახურების ჩატარებას – მეუფე გერასიმეს თქმით, ყველა პროცესი პატრიარქის კურთხევის მიხედვით წარიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები