სამტრედიის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში ცენტრალური ქუჩების, ტროტუარებისა და აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა გრძელდება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში,  გზების მორეცხვის სამუშაოები ა(ა)იპ ,,გამწვანებისა და კეთილმოწყობის” სამსახურის მიერ, სპეციალური ტექნიკის საშუალებით ხორციელდება.

სადეზინფექციო სამუშაოების პარალელურად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგაზაფხულო სამუშაოები ტარდება.

მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები