ქართული ანიმაციური ფილმი, რომელმაც 36 წლის წინ „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა

ეროვნული კინოცენტრი რეჟისორ დავით თაყაიშვილს იხსენებს.
36 წლის წინ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მისი ანიმაციური ფილმი „ჭირი“ გახდა „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი, როგორც საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
13 აპრილს რეჟისორს 61 წელი შეუსრულდებოდა.
დაიბადა  1959 წლის 13 აპრილს, გარდაიცვალა 1989 წლის 9 ივლისს.
1981 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი.
მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მულტგაერთიანებაში. დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: „ჭირი“ (ანიმაციური, 1983), „ბაბილინა“ (ანიმაციური, 1986). 1984 წელს ანიმაციური ფილმისთვის „ჭირი“ – კანის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრი დაიმსახურა.
ფილმის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:
https://www.youtube.com/watch?v=63y9kYTnjqs&fbclid=IwAR3Uysw_FzLjzn1XCIoRJ_xrc48aw1mTO41BRCA3vdbO8DQ8x5F0pX4QFQ0

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები