სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა
სომხეთში ერთ დღეში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამურად, ქვეყანაში 1067 ინფიცირებულია”, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.
მისივე ინფორმაციით, ვირუსს კიდევ ორი ადამიანი ემსხვერპლა, ჯამურად, რესპუბლიკაში 16 ლეტალური შემთხვევაა.
ვირუსის დამარცხება 165-მა პაციენტმა შეძლო.
სომხეთში 16 მარტიდან 14 აპრილის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს, თუმცა გუშინ მთავრობის რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომლის შედეგად გადაწყდა, რომ რეჟიმი 14 მაისამდე იქნება გახანგრძლივებული.