ვანში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დასრულდა

ვანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დასრულდა. მოქალაქეების შემოწმება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მუნიციპალიტეტში Covid19 -ით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა.
“ვანში გუშინ დასრულდა მოსახლეობის თერმოსკრინინგი. შემოწმება გაიარა 23 000 ადამიანმა. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საეჭვო სიპტომები არავის არ ჰქონია. ყველაზე საყურადღებოა, ამ წუთას, თერჯოლის სოფელი ღვანკითი, სადაც ვაგრძელებთ მუშაობას და ჩვენი ეპოდემიოლოგები მუშაობენ ყველა მოქალაქესთან, რომელიც შეიძლება, რაიმე კონტაქტში იყოს ინფიცირებულ ადამიანებთან, რომლებიც არიან ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში”, – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო წრმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ.
ცნობისთვის, იმერეთში სულ Covid19- ის 24 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან შვიდი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები