ზუგდიდში ქალს, რომელმაც ორი დღის წინ იმშობიარა, კორონავირუსის სიმპტომები აქვს

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ქალს, რომელსაც 2 დღის წინ საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება. პაციენტი, ამ დროისთვის, მკურნალობას ბოქსირებულ პალატაში გადის, ხოლო მისი ბიოლოგიური მასალა შემდეგი კვლევისათვის გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. როგორც კლინიკაში აცხადებენ, დაუდასტურდება თუ არა პაციენტს კორონავირუსი, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

რაც შეეხება ახალშობილს – მედიკოსის თქმით, ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ინტენსიური მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული.
“ახალგაზრდა ქალბატონს საკეისრო კვეთის ოპერაციის შემდგომ, მეორე დღეს გამოუვლინდა მაღალი ტემპერატურული რეაქცია. რადიოლოგიური კვლევით აღმოჩნდა ორმხრივი პნევმონია, აღბულ იქნა ბიოლოგიური მასალა ვირუსის იდენტიფიკაციის მიზნით. პაციენტი იმყოფება იზოლირებულ პალატაში. ანალიზის პასუხი დღის ბოლოს გვექნება. ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა არ აღენიშნება და ინტენსიური თერაპიის პალატაშია მოთავსებული”, – განმარტა ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები