სისხლის უანგარო დონაციის აქციას “ქართული ოცნების” წევრები ზუგდიდშიც შეურთდნენ

“გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე”  – სისხლის უანგარო დონაციის აქციას “ქართული ოცნების” წევრები ზუგდიდშიც შეუერთდნენ.  ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას თქმით, ამ ფორმით, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის ორგანიზაცია, ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას სისხლის გაღებასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა.
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური გუნდი ჩვეულებრისამებრ უერთდება ყველა მნიშვნელოვან გადაწვეტილებასა და ინიციატივას. დღეს ჩვენ ზუგდიდს ოფისში გავიღებთ სისხლს, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვასა და სიცოცხლის გადარჩენისათვის. რა თქმა უნდა, ეს პროცედურა ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებულია და ტარდება შესაბასი სტანდარტების მიხედვით. 80-მდე ადანიანია დაორგანიზებული და პროცედურა ისეა გაწერილი, რომ არ მოხდეს ზედმეტი კონცენტრაცია ადამიანებისა, რათა არ გადავაჭარბოთ დაწესებულ ნორმებსა და რეკომენდაციებს. სისხლის ჩააბარების მსურველი ჯერ გადის კონსულტაციას სამედიცინო პერსონათლთან, რის შემდეგაც დგება გადაწყვეტილება მიიღება თუ არა მისი სისხლი. აქცია სამი დღე გაგრძელდება”, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

პროექტს “ევექსის” რეფერალური ჰოსპიტლის სისხლის ბანკი ახორციელებს. უანგარო დონაციის აქციაში საკრებულოსა და მათზე დაქვემდებარებული სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივები ჩაერთვნენ.
პროექტის მიზანია კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების დახმარება და სისხლის დეფიციტის შევსება, აქცია დღის ბოლომდე გაგრძელდება.
სისხლის უანგარო დონაციის აქციას “ქართული ოცნების” წევრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან უერთდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები