შალვა კერესელიძე მცხეთაში მეფრინველეობის ფერმაში არსებულ ვითარებას გაეცნო

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, მცხეთა-მთიანეთში სამეწარმეო და ფერმერული საქმიანობა შეუფერხებლად გრძელდება. რეგიონში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება უსაფრთხოების ყველა შესაბამისი ნორმის დაცვით მიმდინარეობს. მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, მცხეთაში ერთ-ერთი მეფრინველეობის ფერმა მოინახულა. შალვა კერესელიძე ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ფერმაში დასაქმებულთა საჭიროებებიც მოისმინა.

მეფრინველეობის ფერმაში წლის განმავლობაში, დაახლოებით, 1 მილიონი მეხორცული ჯიშის ქათამი იზრდება. წარმოებული პროდუქციით ადგილობრივი ბაზრის მომარაგება ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება. ფერმაში 40 ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრებია.
“რეგიონში სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სამუშაოები უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების დაცვით მიმდინარეობს. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეწარმეებსა და ფერმერებს იმისთვის, რომ წარმოებული პროდუქციით მცხეთა-მთიანეთისა და მთლიანად ქვეყნის მოსახლეობას რეგულარულად ამარაგებენ“, – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები