მარინა ეზუგბაია: “ინფექციურ საავადმყოფოში” მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

“ჩვენს ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტი იმყოფება, კრიტიკულ ზღვარს მიახლოებული ანუ ძალიან მძიმე პნევმონიით 3 გვყავს”, – ამის შესახებ ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტების 60%-ს პნევმონია აქვს.

“პაციენტების 60%-ს პნევმონია აქვს. პნევმონიები, გარკვეულწილად, სხვადასხვა სიმძიმისაა, არის მძიმე პნევმონიები და არის პრობლემურად კრიტიკულ სიტუაციებს მიახლოებული პნევმონიები და კრიტიკული მდგომარეობა.

ჩვენ გვიწევს 38 დადასტურებული შემთხვევა. კრიტიკულ ზღვარს მიახლოებული, ანუ ძალიან მძიმე პნევმონიით 3 გვყავს, ჯერჯერობით, ერთთან მეტი პრობლემები გვაქვს. დანარჩენ ორთან სტაბილიზაცია თითქოს მიღებული გვაქვს და იმედია, რომ ასე გაგრძელდება. დანარჩენ შემთხვევებში არის მძიმე პნევმონიები, რომლებიც ჩვენს მკურნალობასა და მართვას პასუხობენ და მათი მდგომარეობა გაუმჯობესებული იქნება მალე.

16 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება, მხოლოდ ერთს დაუდასტურდა ჩვენს კლინიკაში, დანარჩენი ხუთი შემომატებულია, დადასტურებული დაავადებათა კონტროლის მიერ. დღეს დილით 5 პაციენტს ჩაუტარდა ვირუსზე ტესტირება, რომელთა პასუხებიც საღამოს იქნება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები