თურქეთში 90 ათასამდე პატიმარი გაათავისუფლეს
თურქეთის პარლამენტმა, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საპატიმროებიდან დროებით 90 ათასამდე პატიმრის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
Anadolu-ს ინფორმაციით, დროებით გათავისუფლებულებს შორის არიან 65 წელს ზემოთ მყოფი პირები, ასევე, პირები, რომლებიც სასჯელს ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის იხდიან; გარდა ამისა, ქალები, რომლებსაც 6 წლამდე შვილები ჰყავთ.
Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნული ზომა 31 მაისამდე იმოქმედებს, თუმცა შესაძლოა, გახანგრძლივდეს, თუ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება.
14 აპრილის მდგომარეობით, თურქეთში კორონავირუსით 61 049 ადამიანია ინფიცირებული, 1 296 პირი ემსხვერპლა, 3 957 კი განიკურნა.