ფოთში, კერძო სახლის აივნის ჩამონგრევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა

ფოთში, კერძო სახლის აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად, ორი მამაკაცი დაშავდა. დაშავებულები ფოთის საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ფოთის სასწრაფო დახმარების ცენტრის მენეჯერის, კესო გელენიძის თქმით, ერთ-ერთი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მას ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნება.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები