ქუთაისში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

ქუთაისში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებულმა ტექნიკამ და სპეციალისტთა ჯგუფებმა დეზინფექცია ქუჩების გზის სავალ ნაწილზე, სკვერებსა და მოსაცდელებზე ჩაატარეს.

სამუშაო პროცესს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილე იუზა უგულავა ესწრებოდნენ.

დეზინფექცია განხორციელდა სპეციალური ხსნარით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

ქალაქში სადეზინფექციო სამუშაოები პერმანენტულად ჩატარდება.

ქუთაისის მასშტაბით პერმანენტულად ქუჩები სპეციალური ხსნარითა და ქაფით ირეცხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები