საჩხერის სამედიცინო ცენტრში დაინფიცირებული ექიმი გამოჯანმრთელდა
საჩხერის სამედიცინო ცენტრის ინფექციონისტი, რომელსაც კორონავირუსი პაციენტისგან გადაედო, ხვალ გაეწერება, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას”დაავადებათა კონტროლოს იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგაძემ განუცხადა.
“გვყავს ერთი გამოჯანმრთელებული საჩხერეში, ასევე კარგი ამბავია ისიც, რომ ქუთაისის ლაბორატორიაში ჩატარდა 37 პაციენტის კვლევა კორონავირუსზე და ყველა მათგანი უარყოფითია”, – განაცხადა გოჩა გიორგიძემ.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 272 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 68, გარდაცვლილი 3, კარანტინში იმყოფება 4890 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში – 439 ადამიანი.