ქობულეთში კორონავირუსი 5 პირს დაუდასტურდა, მათ შორის ერთი ჩვილია
ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსი კიდევ 5 პირს დაუდასტურდა, – ამის შესახებ მედიას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, დაინფიცირებულებიდან არიან არასრულწლოვნები, მათ შორის ერთი ჩვილი, რომელიც კორონავირუსის მქონე დედასთან ერთად თბილისის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანენ.
ნინო ნჟარაძის განმარტებით, ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში დღეს რამდენიმე სინჯი აიღეს და მათი ეპიდემიოლოგიური კვლევა კვლავ მიმდინარეობს. დღეს თერმოსკრინინგი 1600-ზე მეტ პირს ჩაუტარდა.
,,დადასტურდა 5 ახალი შემთხვევა, მათ შორისაა ერთი ჩვილი და მეორე 10 წლამდე ასაკის ბავშვი. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა, სულ ქობულეთის კლასტერიდან 355 პირია მოძიებული“, – განაცხადა ნიჟარაძემ.
ორი დღის განმავლობაში ქობულეთის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი ჯამში 3700 პირს ჩაუტარდა. ბოლო მონაცემებით ბათუმის ცხელების კლინიკაში ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსზე 25 პირი მკურნალობს.