„მიშა ბენიძემ ეკა ბესელია არ მოიყვანოს ცოლად და სხვა ყველაფერს ეშველება – ბაჩო ოდიშარია ენჯეოების ვიდეო კონფერენციაზე

POSTV-ის ანალიტიკოსი ბაჩო ოდიშარია გასული კვირის გადაცემას NGO სექტორის უფუნქციობაზე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, როგორც ჩანს, ვიდეომ მიაღწია ადრესატებამდე.

„წინა კვირას ჩავწერე ვიდეო, NGO სექტორის უფუნქციობაზე და როგორც ჩანს, მიაღწია ადრესატებამდე; დღეს ჩვენი ქვეყნის მოწინავე „ენჯიოშნიკებმა” გააძრეს ეს კონფერენცია, აქაოდა, აი, თუ არ ვშრომობთო და აბა, თუ გამოიცნობთ, რომელ საჭირბოროტო საქმეს განიხილავენ – წინა წლის საგაზაფხულო სესიას. საკუთარი არსებობის გამართლებას რა საყვარლად ცდილობენ უსაქმურობის ემბლემები. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პრეზენტაციაზე აღმოცენებული სახეები. ესენი ისეთ აბსურდში არიან, მიშა ბენიძემ ეკა ბესელია არ მოიყვანოს ცოლად და სხვა ყველაფერს ეშველება”, – წერს ბაჩო ოდიშარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები