ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არგოხში უბედური შემთხვევა მოხდა. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.
როგორც მეზობლები ყვებიან, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა მამაკაცი ფრინველებზე ნადირობდა. მათი ინფორმაციით, მამაკაცს ტყვია გაუვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.