ერაყში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში სპეცრეისით ჩამოასვენებენ
ერაყში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში სპეცრეისით ჩამოასვენებენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ერაყში გარდაცვლილი გენადი ცენტერაძის მამას პირადად შეხვდა და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
საქართველოს მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აჭარის მთავრობის კოორდინებული მუშაობის შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და უახლოეს დღეებში საქართველოს გარდაცვლილ მოქალაქეს სამშობლოში სპეცრეისით ჩამოასვენებენ.
ასევე, დაბრუნდებიან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ვერ ახერხებდნენ ერბილიდან, ერაყიდან დაბრუნებას.
საქართველოს მთავრობა აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს. დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დამატებით კიდევ 2 ახალი რეისის დანიშვნაზე შემდეგი მიმართულებით: 30 აპრილს განხორციელდება ახალი რეისი თბილისი-მადრიდი-თბილისის მიმართულებით, 2 მაისს კი – თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით.