ხანძარი ჩერნობილში – ცეცხლი რადიოაქტიური ნარჩენების საცავს უახლოვდება

ჩერნობილის ზონაში 4 აპრილს გაჩენილი ხანძარი რადიოაქტიური ნარჩენების საცავს უახლოვდება, რომლისგან მას, სულ რაღაც, 2 კმ აშორებს.

ამის შესახებ უკრაინის ჩერნობილის ზონის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საბჭოს წევრმა, იაროსლავ ემელიანენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ცეცხლი უკვე ქალაქ პრიპიატს მიუახლოვდა.

ემელიანენკოს თქმით, “პოდლესნიში” ყველაზე მაღალაქტიური რადიოაქტიური ნარჩენები ინახება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები